რეზონანსი
01.03.2024

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები მაგისტრატურასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ მიმართულებაზე სამაგისტრო პროგრამა გახდება ერთწლიანი.

ამილახვარის განმარტებით, პირველ ეტაპზე ეს ცვლილება მხოლოდ ბიზნესისა და მართვის მიმართულების პროგრამებს შეეხება.

განათლების მინისტრის თქმით, სიახლეა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი არ აქვს, მას ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება.

„შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ერთწლიანი, ანუ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა. პირველ ეტაპზე ესეც ბიზნესისა და მართვის მიმართულების პროგრამებს შეეხება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რომლის მიხედვითაც, თუ აბიტურიენტს არ უნდა გრანტის მოპოვება, მას პირდაპირ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება. ვფიქრობთ, სამაგისტრო საფეხურზე ეს არის მოქნილი პროგრამა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს აძლევს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს შესთავაზონ სხვადასხვა ვიწროსპეციალობის პროგრამები, მეორე მხრივ, ხელს აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ვიწრო მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×