რეზონანსი
29.02.2024

საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო, ინფორმაციებისა და კომუნიკაციების და მომსახურების სექტორებში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. ზოგადად, საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას და ის ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი, მათ შორის, ჩვენი მიზანია, უფრო ეფექტიანი გავხადოთ სახელმწიფო პროგრამები და მეტად მორგებული კერძო სექტორის საჭიროებებზე. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რათა კიდევ უფრო მიზნობრივი გახდეს კერძო სექტორის ხელშემწყობი ღონისძიებები, რაც საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა, გავზარდოთ პროდუქტიულობა ეკონომიკაში, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და ზოგადად, გაიზარდოს მოსახლეობის შემოსავლები", - განაცხადა ცინცაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×