რეზონანსი
28.02.2024

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" რუსული რუბლის "ოფიციალურ ვალუტად" მიღებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" პროექტი "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ" ე.წ. კანონპროექტს. დოკუმენტს 26-მა "დეპუტატმა" დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ორი წავიდა.

აღინიშნება, რომ ოკუპირებული რეგიონის "ეროვნული ბანკის თავმჯდომარე" ბესლან ბარათელია ავადმყოფობის გამო სხდომას არ დაესწრო და მას შენიშვნები აქვს დოკუმენტთან. "დეპუტატმა" ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ "კანონპროექტში" შესწორებების შეტანა მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია.

"კანონპროექტი" ოკუპირებული აფხაზეთის "ოფიციალურ ვალუტად" რუსულ რუბლს ადგენს, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. ასევე, "სავალუტო რეგულირების" მიზნებისთვის "საკანონმდებლო" დონეზე შემოდის "რეზიდენტისა" და "არარეზიდენტის" ცნებები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×