რეზონანსი
28.02.2024

ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.

ექსპერტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა მარცხი უნდა აღიარონ, დესტაბილიზაციის მცდელობებზე უარი თქვან და შეეგუონ, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტისთვის გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ვიღაც მოიგებს და ვიღაც წააგებს. მოგება-წაგება კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და რომლებიც ძირითადად მაინც თავიანთი უცხოელი პატრონების ნებაზე და დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული, იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან, წაგებას შეეგუონ და აღიარონ, ყოველგვარი დესტაბილიზაციისგან თავი შეიკავონ, მომავალში ქართულ პოლიტიკისგან გამიჯვნაზეც თუ იფიქრებენ ცუდი არ იქნება, თუ რასაკვირველია სინდისი მისცემს მათ ამის საშუალებას. ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება. ასე იქნება წელსაც და არავის ვურჩევ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მართლაც დაკარგული აქვთ ეროვნული თავმოყვარეობა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს", - წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×