რეზონანსი
28.02.2024

საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული. საარჩევნო პროცესი ჩატარდება მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, გათვალისწინებული და აღკვეთილი იქნება ყველა ის რისკი, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს.

ლევან დავითაშვილს ჟურნალისტმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაუსვა კითხვა.

„რაც შეეხება ამ რისკს, კონკრეტული შემთხვევები თუ იქნა, კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ. ზოგადი მსჯელობა უსაფუძვლოა. ეს არის ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ჩვენ მოგვისმენია ბევრი უსაფუძვლო განცხადება, მათ შორის ბევრი უსაფუძვლო ბრალდებაც, იგივე ხელისუფლების მიმართ. როგორი უსაფუძვლო და ცრუც იყო ყველა ის ბრალდება, ესეც არის ცრუ და უსაფუძვლო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×