რეზონანსი
28.02.2024

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, უკრაინელები მამაცურად ბრძოლას განაგრძობენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ უწევთ მისი ეკონომიურად გამოყენება, რადგან შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ იმოქმედა.

„ველით, რომ უკრაინული ძალები გააგრძელებენ მამაცურად ბრძოლას და მიაღწევენ წარმატებას, როგორც ეს, ყველაზე შესამჩნევად, შავ ზღვაში გააკეთეს. მაგრამ მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს კენჭისყრა და დაამტკიცოს დახმარება უკრაინის არმიისთვის, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×