რეზონანსი
26.02.2024

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთის სოფელ ქაქუთში ციტრუსის პავილიონის შენობის განსხვისებასთან დაკავშირებით ადგილობრივების პროტესტს ეხმაურება.

განცხადების თანახმად, პავილიონის განკარგვა 2013 წელს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა და მესაკუთრემ ციტრუსის პავილიონის პროფილის შენარჩუნება 20 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.

"ქაქუთის ე.წ ციტრუსის პავილიონის განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ კიდევ 2013 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა. მესაკუთრეს განესაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები, რომელთაგან დღეისათვის ყველა შესრულებულია. ხელშეკრულების პირობის მიხედვით მესაკუთრემ ე.წ ციტრუსის პავილიონის პროფილის შენარჩუნება 20 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს",- აცხადებენ უწყებაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, სოფელ ქაქუთში ციტრუსის მიმღები საწარმოს გასხვისების ფაქტს ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივ მთავრობას ათდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის ინვესტორზე გადაცემის ფაქტს არ დაუშვებენ და პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×