რეზონანსი
23.02.2024

ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება.

„ივანიშვილის რეჟიმმა განვლილი 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ამ დროს შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ინვესტიციების შემოსვლა სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ეს გამოასწოროს ივანიშვილის რეჟიმმა. ეს ყველაფერი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, 2024 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×