რეზონანსი
23.02.2024

„ვერ გეტყვით, რა იგეგმებოდა ან არ იგეგმებოდა, თუმცა ოპოზიცია საეჭვოდ არის ჩაჭიდებული ცესკოს ე.წ. ოპოზიციური მოადგილის პოზიციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა ეხებოდა „კვირას“ ექსკლუზივს, რომლის თანახმადაც ზაფხულში ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმა იგეგმებოდა.

„ე.წ. ოპოზიციური მოადგილეს არანაირი დამატებითი ფუნქცია არ აქვს, ვიდრე სხვა წევრს. ამ სტატუსის ერთადერთი ამოცანაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარე არ არის, შეასრულოს მისი მოვალეობა. ამ თანამდებობას ოპოზიციისთვის ერთადერთი ღირებულება აქვს ის, რომ დაელოდონ, იქნებ რამე მოხდეს და თავმჯდომარე ჩამოაცილონ თავის პოზიციას, ხელში ჩაიგონ მისი თანამდებობა და ჩაატარონ არჩევნები. 

შევხედოთ, რა ხდებოდა. როდესაც თავის დროზე ეს ცვლილებები შევიდა, „ლელომ“ სხვა რადიკალებთან შეთანხმებით, ოპოზიციური მოადგილე დანიშნა. მაშინ ოპოზიციამ რამდენჯერმე ჩააგდო ცესკოს თავმჯდომარის არჩევა. ჩვენ შემდეგ შევცვალეთ კანონმდებლობა და ჩავწერეთ, რომ გაგრძელებოდა თავმჯდომარეს უფლებამოსილება მანამ, სანამ ახალი არ იქნებოდა არჩეული. ჩვენ 1 წლის ეს დებულება რომ არ შეგვეცვალა, დღეს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი იქნებოდა უკვე მოვალეობის შემსრულებელი“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×