ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის ნარატივი, რომელიც სასამართლოს მიმართ მიმდინარეობს, მიზნად ისახავს კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ სასამართლოს მოქცევას.
„ვეტინგი“ ნიშნავს სასამართლოს ოკუპაციას და შესაბამისად ეს ნიშნავს ქვეყნის ოკუპაციას. მსგავსი საკითხების დღის წესრიგში შემოტანა ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის. ჩვენი სასამართლო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე არის ამაყი და ძლიერი, რადგან ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა. ის ნარატივი, რაც სასამართლოს მიმართ მიმდინარეობს მიზნად ისახავს არა მართლმსაჯულების გაუმჯობესებას, არამედ კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ სასამართლოს მოქცევას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
„ვეტინგის“ სისტემა - ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც მოსამართლეების შემოწმებას და სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს. მმართველი პარტიაში სასამართლოს აცხადებენ, რომ შეთავაზება, რომელიც ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილის სახელს უკავშირდება, მთელ რიგ კითხვებს აჩენს.