რეზონანსი
22.02.2024

მოლდოვისა და უკრაინის საზღვარზე რვა უკრაინელი დააკავეს. როგორც მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, უკანონო მიგრანტები მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინის მხრიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვის დროს მობილურმა პატრულმა გაიგო გასროლის ხმები უკრაინის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, პატრულმა ოპერატიულ ქმედებებს მიმართა მოლდოვა-უკრაინის საზღვრის გასწვრივ", - განაცხადეს სასაზღვრო პოლიციაში.

როგორც დაკავებულებმა განაცხადეს, მოლდოვაში გადაყვანის სანაცვლოდ, ჯამში 50 ათასი დოლარი გადაიხადეს. უკრაინიდან მოლდოვაში გადასვლაში მათ ორი პირი დაეხმარათ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.

უკრაინის რვა მოქალაქემ მოლდოვას თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×