რეზონანსი
22.02.2024

ოპოზიცია რომ რევოლუციისთვის ემზადება, ამას თავადაც აღარ მალავენ,- ამის შესახებ, „ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს ამ ქვეყანაში არჩევნებით და ეს რომ იციან, ამიტომ რევოლუციისთვის ისევ ახალგაზრდებს გამოიყენებენ, როგორც ეს მოხდა მარტის აქციების დროს.

„ოპოზიცია რომ რევოლუციისთვის ემზადება, ამას თავადაც აღარ მალავენ. მაგრამ მათი მთავარი ბოროტება არის ის, თუ ვისით აპირებენ ამ რევოლუციის მოხდენას, ვის გაისვრიან საზარბაზნე ხორცად? ეს ერთხელ უკვე ვნახეთ მარტის დღეებში პირტიტველა ახალგაზრდები მათი ამბოხის მსხვერპლად გაწირეს. რომ არა ხელისუფლების ჰუმანიზმი და სწორედ ამ ახალგაზრდების დანდობის გამო უკან დახევა, რუსთაველი სისხლით შეიღებებოდა.

ნიკა გვარამია და მთელი ოპოზიცია რევოლუციას იმ ახალგაზრდებით აპირებენ, რომლებსაც ასაკის გამო არ უნახავთ ნაცების სისხლიანი რეჟიმი და წლების განმავლობაში, უცხოური ფულებით თავიანთვის გამოზარდეს. ეს თაობა სააკაშვილის მმართველობის დროს ბავშვობის ასაკში იყო, დღეს კი ეს ახალგაზრდები ამომრჩევლები გახდნენ. სწორედ ამიტომ ხარჯავდნენ მათში კოლოსალურ თანხებს ბანაკებში თუ სხვადასხვა აქტივობებში.

ამ ადრეული ასაკის ახალგაზრდებისთვის ზედმეტად მომხიბვლელია ის ფსევდო ლიბერალიზმი, რითაც წლების განმავლობაში კვებავენ ოპოზიციის ლიდერები და მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან. უცხოური გრანტები რომ ბევრ კარგ საქმეს ხმარდება, არავინ უარყოფს, მაგრამ როგორც ჩანს, კარგ საქმეებში დახარჯული ფული ხშირად თავფურცელია იმისა, რასაც შემდეგ აკეთებენ ახალგაზრდების "გამოსაზრდელად".

მივმართავთ ამ პირტიტველა ახალგაზრდების მშობლებს, გააკონტროლეთ თქვენი შვილები, საიდან და რისთვის იღებენ თანხებს? თქვენ რომ გსიამოვნებთ უცხოური ორგანიზაციების სახელების გაგონება, იმ უცხოურ ორგანიზაციებს ადგილობრივი პოლიტიკოსები არიან ამოფარებულნი და თქვენს შვილებს შესაძლო სავალალო შედეგისთვის ამზადებენ. ახალგაზრდისთვის ფული მომხიბვლელია, მაგრამ, გააჩნია რისთვის უხდიან?

გჯეროდეთ, ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს ამ ქვეყანაში არჩევნებით და ეს რომ იციან, ამისთვის გამოიყენებენ თქვენი შვილების ემოციურ,"ცხელ თავებს" რევოლუციისთვის. და რომ ვერც რევოლუციის მცდელობით მიაღწევენ ვერაფერს, სწორედ ამიტომ გახდებიან თქვენი შვილები მათი პოლიტიკური ანგარების მსხვერპლნი. მესმის, რომ კვლავ ხელისუფლების ჰუმანიზმის იმედი გაქვთ, მაგრამ თუკი ოპოზიციის უკვე გამხელილ გეგმებს და უსაფუძვლო ამბიციებს გავითვალისწინებთ, ეს ჰუმანური ხელისუფლებაც უძლური იქნება თქვენი შვილების გადასარჩენად", - წერს ჩიბურდანიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×