რეზონანსი
22.02.2024

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გუშინ გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ ემზადებიან არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, არა არჩევნების დღისთვის, არამედ ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო პირდაპირი განცხადება და აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, რომ ის ჩაერთოს წინარევოლუციურ პროცესში, "როგორც ეს სიტყვასიტყვით ითქვა საჯარო ეთერში".

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გუშინ გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ ემზადებიან არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, არა არჩევნების დღისთვის, არამედ ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს. ეს იყო პირდაპირი განცხადება და აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, რომ ის ჩაერთოს წინარევოლუციურ პროცესში, როგორც ეს სიტყვასიტყვით ითქვა საჯარო ეთერში. ამას ვამბობდით ჩვენ თვეების განმავლობაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთიც და მეორეც, რომელიც ახლა ყალიბდება, ერთადერთი მიზნის გარშემო არის გაერთიანებული, რომ როგორმე, მათ არჩევნებში დამარცხების შემდეგ სცადონ დესტაბილიზაციით, არეულობით, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება. ბევრჯერ ჰქონიათ ამისი მცდელობა, მაგალითებიც ბევრი იყო თუ როგორ აკეთებენ ამას: პარლამენტზე თავდასხმა, ცესკოზე შეტევა, კოქტეილების სროლა და პოლიციელებზე თავდასხმა, მოქალაქეების აზრზე მანიპულირება, დეზინფორმაცია - ეს არის ის მეთოდები, რომელსაც ეს პოლიტიკური გაერთიანება იყენებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×