რეზონანსი
21.02.2024

„ციფრები კი არა, ადამიანებია მთავარი, ხალხი გარბის ქვეყნიდან, 800 000 ჩვენი თანამემამულე 2012 წლის მერე ქვეყნიდან გავიდა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული, კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელია.“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერი საუბრისას საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ ეკონომიკა არათუ ციფრები, არამედ ხალხის მდგომარეობაა.

მისივე თქმით, ხალხს ქვეყანაში აღარ დაედგომება და მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, ოჯახებიც აღარ იქმნება:

ციფრები კი არა, ადამიანებია მთავარი, ხალხი გარბის ქვეყნიდან, 800 000 ჩვენი თანამემამულე 2012 წლის მერე ქვეყნიდან გავიდა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული, კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელია, 42 000 -ზე ჩამოვიდა შობადობის მაჩვენებელი 2022 წელს, 49 000 - ზეა ასული გარდაცვალების მაჩვენებელი, მე გეკითხებით, რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ადამიანებს არ აქვთ ნორმალური სამუშაო ადგილი. 

დღეს ოჯახის ორ წევრს 1500-1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ხელფასი, იმისთვის, რომ თვიდან-  თვემდე იარსებონ და მერწმუნეთ, რომ ეს ზოგადი საუბრები, ციფრებით მანიპულირება, არ არის კარგი. ეკონომიკა არ არის ციფრებით მანიპულირება, არც მათემატიკა, ეკონომიკა არის ხალხი და ხალხი ამბობს, რომ მე საქართველოში არ დამედგომება, ხალხი ამბობს, რომ მე მივდივარ სხვა ქვეყანაში, ოჯახები აღარ იქმნება, ყოველი მეორე ადამიანი დღეს არის უმუშევარი, როცა ის უმაღლესს ამთავრებს, ვინ არის ამაში დამნაშავე, ფასები მიდის ზემოთ, შემოსავალი არ იზრდება.“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×