რეზონანსი
20.02.2024

პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდისა და აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან.

განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკის და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა.

გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო",- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×