რეზონანსი
20.02.2024

რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია, ეს არ არის ციდან მოტანილი, პუტინს გრძელი ხელები აქვს და ყველგან სწვდება, თქვენ ადგილას არხეინად არ ვიქნებოდი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე ნავალნის გარდაცვალების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკები გაზრდილია.

„რაც შეეხება ნავალნისთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოა შეთანხმებული, რომ რუსეთი კაცის მკვლელი რეჟიმია, მე არავის სიკვდილი არ მიხარია მართლაც, რა განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოსთან დაკავშირებით, მე პირდაპირ ვამბობ, რომ რეჟიმის მსხვერპლია ნავალნი და სააკაშვილი და ნავალნი ერთმანეთთან პუტინმა გაათანაბრა, ეს რუსული წარმოშობის სააკაშვილიაო.

რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია, ეს არ არის ციდან მოტანილი, პუტინს გრძელი ხელები აქვს და ყველგან სწვდება, თქვენ ადგილას არხეინად არ ვიქნებოდი და ვიფიქრებდი იმაზე, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა ზომები ყოფილიყო მიღებული, არ გვინდა მუდმივი შიში და ტერორი, წინ გავიხედოთ, შევიდეთ ევროპაში და ავაშენოთ მშვიდობიანი, ძლიერი საქართველო", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×