რეზონანსი
12.02.2024

ე.წ. თევზმზი­დი ელექტრო­შო­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბი­სა და თევ­ზჭე­რის ელექტრო ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვა­ზე კა­ნო­ნი მკაცრ­დე­ბა - ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა იგეგ­მე­ბა.

მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­მო­ქა­ლა­ქო ბრუნ­ვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი თევზმიმ­ზი­დი ელექტრო­შო­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა, გა­და­ცე­მა ან გას­ხვი­სე­ბა - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ია­რა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის­თვის კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ია­რა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ით.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, თევ­ზჭე­რის ელექტრო ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა, გა­და­ტა­ნა-გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა, გა­სა­ღე­ბა - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ია­რა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ით. გან­მე­ო­რე­ბით ქმე­დე­ბა­ზე გან­სა­ზღვრუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - 6000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მი­თა და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ია­რა­ღის კონ­ფის­კა­ცი­ით.

"თვით­ნა­კე­თი, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ელექტრო­შო­კის აპა­რა­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უკა­ნო­ნო თევ­ზჭე­რის­თვის და წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს რო­გორც ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე წყლის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის ფიქ­სირ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი თვით­ნა­კე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ, რა­საც ახ­ლავს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რაც.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, აგ­რეთ­ვე ფიქ­სირ­დე­ბა თვით­ნა­კე­თი ელექტრო­შო­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უშუ­ა­ლოდ ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტე­ბიც.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ღვევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს და შე­უქ­ცე­ვად ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×