„ენმ"-ის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ისინი გეგმავენ იმ ახალ პარტიაში შესვლას, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი, ნიკა მელია უახლოეს მომავალში დააფუძნებს.
„დღეს, სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისგან". კერძოდ, იმ იდეალებისგან, იმ პრინციპებისგან, იმ ღირებულებებისგან, რასაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა ქართულ პოლიტიკაში. ვაპირებთ, ახალ პარტიაში შესვლას, რომელიც აუცილებლად დაფუძნდება უახლოეს მომავალში, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ, ღირსებით, სიმართლით და შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას", - განაცხადა ლაგვილავამ.
„ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, 300-მდე ადამიანმა დატოვა.