რეზონანსი
10.12.2023

„ნაციონალური მოოძრაობის" რიგებს ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი ტოვებს. მხოლოდ დღეს პარტიიდან 300 ადამიანი წავიდა, რომელთა შორის არიან ძირითადად თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები.

პარტიას გამიჯნულები, პოლიტიკურ მომავალს, ნიკა მელიასთან ერთად ხედავენ.

„მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა ალბათ ამ ეტაპისთვის აუცილებელი", - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×