რეზონანსი
10.12.2023

ვერცერთი სისხლის სამართლის საქმე, ვერც დანილოვის განცხადებები და სხვა სისულელე ვერ შემაჩერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ორი პროექტი უნდა დასრულდეს, რომლებიც საჭიროებს მის მუდმივ ყოფნას დასავლეთში.

„პირველი არის არაფორმალური პოლიტიკური პროექტი დასავლეთში მოსაზრებების ჩამოყალიბების მიზნით. მე ამას დავარქმევდი თვალის ახელის პროექტს; მეორე პროექტი არის წმინდა თავდაცვითი, მაგრამ როცა მომწიფდება, საჯაროდ გამოცხადდება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, უკრაინაში დავბრუნდები და ვერცერთი სისხლის სამართლის საქმე, ვერც დანილოვის განცხადება და სხვა სისულელე ვერ შემაჩერებს", - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მანამდე უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა მიანიშნა, რომ მოსკოვს შეუძლია, არესტოვიჩი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×