რეზონანსი
10.12.2023

ადგილობრივი მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, ადამიანის უფლებები უმოწყალოდ ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ე წლისთავია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×