რეზონანსი
10.12.2023

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, ხელმოწერიდან 75-ე წლისთავზე გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევების წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო თავისი ყველა ქმედების სათავეში ღია საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას აყენებს.

„საქართველოში ვთანამშრომლობთ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ლბტქ+ თემთან, ეროვნულ უმცირესობებსა და რელიგიურ ლიდერებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა უფლებისა და თავისუფლების პატივისცემა. საერთაშორისო დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოში გაერთიანებული სამეფო მოწინავე იყო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხზე. ასევე, ბრიტანეთი უძღვებოდა სპეციალურ სხდომას სუდანის კონფლიქტში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ასევე მთავრობასა და პარლამენტთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს, უკეთ დაიცვან დემოკრატია, თავისუფლება და უზრუნველყონ იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. ჩვენ ერთად გავუმკლავდებით აგრესიას და ჩვენს წვლილს შევიტანთ უფრო სამართლიანი და თავისუფალი სამყაროს შექმნაში", - განაცხადა ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×