რეზონანსი
09.12.2023

„ევროპის მოედანზე" ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა.

33 მეტრის სიგრძის გიგანტური დროშა საქართველოს დედაქალაქში სიმბოლურად გაიშალა.

მარშზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ამ ფორმით ხმას აწვდიან ევროპას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს.

დროში გაშლისას გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. მოქალაქეები სკანდირებდნენ „ჩვენი ხმა ევროპას".

„ევროპის მოედანზე" მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×