რეზონანსი
09.12.2023

უნგრეთი, სხვა ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან ერთად, არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. ეს ახლა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტმა უნგრეთში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ღიმილის მომგვრელი და არასერიოზული თავდასხმები ვნახეთ უნგრეთზე, მის მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ორბანზე. რეალურად, უნგრეთი, სხვა ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან ერთად არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. ეს ახლა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტმა უნგრეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს იმ რეკომენდაციის თანახმად, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში იყო უკვე მოცემული", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×