რეზონანსი
08.12.2023

რამ­დე­ნიც არ უნდა ეცა­დოს რუსი ოლი­გარ­ქი შიდა მტრო­ბის და შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ მას და­ვა­მარ­ცხებთ! - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­არ­ჩევ­ნო სია "გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ" და "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ერ­თად უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ.

"რამ­დე­ნიც არ უნდა ეცა­დოს რუსი ოლი­გარ­ქი შიდა მტრო­ბის და შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას (ეს სუფ­თა რუ­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა) მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ მას და­ვა­მარ­ცხებთ!

სა­არ­ჩევ­ნო სია "გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ" და "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ერ­თად უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ უკვე არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ით, პარ­ტი­ის წევ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი კენ­ჭისყ­რით. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვა­ახ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი. ჩვენ არ დავ­კარ­გავთ არც ერთ დღეს არ­სე­ბულ ხმას, არა­მედ პი­რი­ქით, გა­ვა­ფარ­თო­ებთ ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო ბა­ზას.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ 2003 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ, დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სწყა­ლობ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ გა­მოგ­ვყვა ხალ­ხი, რად­გან სწო­რედ ჩვენ გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დით რე­ჟიმ­თან შე­უ­რი­გებ­ლო­ბას და ჩვენ გვქონ­და მო­მავ­ლის ყვე­ლა­ზე სწო­რი ხედ­ვა.

მე ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ეს რე­ჟი­მი ვე­რას­დროს გაგვტეხს და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ფარ­თოდ გავ­შლით ჩვენს ხედ­ვას და რაც მთა­ვა­რია, ხალ­ხმა იცის, მე ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ იმას, რა­საც ვამ­ბობ!" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×