რეზონანსი
07.12.2023

თბილისის მერი, კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

როგორც თბილისის მერი სოციალურ ქსელში წერს, ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და ისრაელს გამარჯვებას და განვითარებას უსურვებს.

„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.

მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო, არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს.

ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ - გამარჯვებას და განვითარებას!

მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს!", - წერს კალაძე „ფეისბუქზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×