რეზონანსი
07.12.2023

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარნა სჟიგმონდის შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს კანდიდატის სტატუსის საკითხზე და უნგრული მხარისგან მყარი მხარდაჭერა მიიღო.

„საუბარი გვქონდა ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსის თემაზე. უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება. მიმოვიხილეთ გასულ წელს მომხდარი მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა სტატუსი ყველა თვალსაზრისით. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ეს ეხება დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურს და უსაფრთხოებას. შარშანაც ვიმსახურებდით და წელსაც ვიმსახურებთ სტატუსს. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეალურად, არ არსებობს კავშირი უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი და განცალკევებულად განიხილებოდა, წელსაც განცალკევებულად მოხდება. ამიტომ, უკრაინის საკითხის ჩვენს საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×