რეზონანსი
07.12.2023

რაც ნაცმოძრაობაში ხდება, ეს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი. ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში მათ დღის წესრიგი მხოლოდ ერთ თემაზე ააგეს და ერთი მიზანი დაისახეს - საქართველოს არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ეს პროცესი უნდა გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის და ძალისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობას 2 წლის განმავლობაში სხვა მიზანი და სასაუბრო თემა არ ჰქონიათ.

„ამას აკეთებდნენ ათასგვარი დეზინფორმაციით. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს 2 წელი ფუჭად დახარჯეს და პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან. ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომ იწყება ერთმანეთში დაპირისპირება და არეულობა პარტიის შიგნით. ეს პროცესი შეუქცევადია და საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ამ ადამიანებს არ აქვთ ეროვნული ინტერესები და მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ, პარტიული ინტერესებიც კი აღარ აქვთ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×