რეზონანსი
07.12.2023

დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობების უკან დგას. მათ სამიზნეებს პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. მათ მიზანს მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევა წარმოადგენდა", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეო დოხერტიმ.

ლეო დოხერტიმ თემთა პალატას განუცხადა, რომ სანქციები „Star Blizzard"-ის ჰაკერების ჯგუფის ორი ადამიანის წინააღმდეგ დაწესდა, მათგან ერთ-ერთი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოქმედი ოფიცერია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი უკვე დაიბარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×