რეზონანსი
07.12.2023

თუ სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს", მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის" „მოვალეა" და მის დაკვეთას ასრულებს.

„როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ის ყველაფრიდან, მის სიტყვებს თუ დავესესხებით - მას თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს", მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება. ქართველი ხალხი ხედავს, რა მისიაც აქვს დღეს მას. ესაა ქვეყანაში ხელოვნურად პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, რათა მან ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს. პრეზიდენტი ასრულებს „ნაცმოძრაობის" დაკვეთას, ის „ნაციონალური მოძრაობის" მოვალეა, ურთიერთშეთანხმებულები არიან და დღეს ფორმალური პრეზიდენტი ის არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მანდატების წყალობით", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×