რეზონანსი
06.12.2023

ნათია თურნავა ფარცხალაძის დაცვის კამპანიას აგრძელებს და დადგენილების გაუქმებას არ აპირებს. ასე უპასუხა ეროვბული ბანკის პრეზინტის მოვალეობის შემსრულებელმა სპეციალურად ოთარ ფარცხალაძისთვის მიღებულ დადგენილებაზე დასმულ კითხვას, რომლითაც ფარცხალაძემ საერთაშორისო სანქციებს თავი აარიდა.

თურნავა ისევ ამტკიცებს, რომ სისტემაში სანქციის ავლის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

დადგენილებას არ გავაუქმებ. არც ერთი სანქციის ავლის ფაქტი ჩვენს საფინანსო სისტემაში არ გამოვლენილა და არ დასახელებულა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ჩვენს საზედამხედველო ფუნქციას საკმაოდ ზედმიწევნით ვასრულებთ და საფინანსო სექტორიც არის ერთგული სანქციების. რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდს ჰქონდა გარკვეული კითხვები სხვადასხვა რეგულაციაში ჩვენს მიერ შეტანილ ცვლილებებთან, მაგრამ ეს პროგრამის სტატუსზე არ ასახულა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესაბუთებინა ეს, მაგრამ  პროგრამის გაჩერება მოხდა გაცილებით უფრო ადრე. დადგენილებას არ გავაუქმებ!" - ამბობს თურნავა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×