რეზონანსი
06.12.2023

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ავტობუსში დასამონტაჟებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც, იანვრის ბოლოს დავიწყებთ ამ ავტობუსების ხაზებზე გაშვებას. რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, თუ რა მარშრუტებზე იმოძრავებს ეს ავტობუსები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. დღეს გვაქვს პრობლემა და ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რადგან ავტობუსი რომ გაჩერებაზე აგვიანებს, იქ თავს იყრის უფრო მეტი ადამიანი და ამას უკვე ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც დავამთავრებთ ამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ეს პრობლემა მოხსნილი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების სრულად შემოსვლამდე აშენდება ახალი ავტობაზაც.

„ეს ავტობუსები დროებით განთავსდებიან დიდ დიღომში არსებულ ავტობაზაზე. გარდა ამისა, მიმდინარებს კონკრეტულად 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა. როდესაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდება, 18-მეტრიანი ავტობუსები ამ ახალ ავტობაზაზე განთავსდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×