რეზონანსი
05.12.2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრმა პარტია დატოვა, – ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ. ბრიფინგს ესწრებოდა საკრებულოს ყველა ის წევრი, ვინც პარტია დატოვა. ასევე, პარტია დატოვეს, საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებმა.

მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი ეს გადაწყვეტილება. მათგან, ვინც დატოვა პარტია დატოვა არიან – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები და ფრაქციის თავმჯდომარე.

ზუგდიდის საკრებულოში  „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×