რეზონანსი
28.11.2023

საფრანგეთის ჟანდარმერიამ, ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში, ჟირონდაში, რამდენიმე ათეული ქურდობისთვის 5 ქართველი დააკავა. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს. პოლიციამ 250 მოპარული ნივთიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა ძვირფასეულობა იყო, ასევე კომპიუტერები, ტელეფონები და სათვალეები.

რამდენიმე კვირის გამოძიების შემდეგ, ჟანდარმერიის ორმა სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) ხუთი ქართველი დააკავა, რომლებიც 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის პერიოდში, არანაკლებ 36 ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები, ქურდობის ფაქტები ძირითადად ბორდოს რაიონში ხდებოდა. 

"ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან," - განმარტავს ესკადრილიის ლიდერი რომენ რენო.

ვიდეოთვალთვალის მოწყობილობამ შესაძლებელი გახადა მანქანის იდენტიფიცირება და ქალაქში მისი შესაძლო დაბრუნების მონიტორინგი. ვიდეოთვალთვალის სისტემით, მანქანა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შენიშნეს. აქტიური მეთვალყურეობის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ქურდობების უკან ხუთი ქართველი დგას - აღნიშნულია ფრანგული მედიის ინფორმაციაში.

"ისინი ძალიან სწრაფები არიან, სძინავთ თავიანთ მანქანაში და შეუძლიათ რამდენიმე ქურდობის ჩადენა იმავე საღამოს," - აცხადებს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი.

ხუთი ბრალდებული ქართველი საფრანგეთში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი ბორდოში 21 დეკემბერს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×