რეზონანსი
28.11.2023

არის თუ არა შესაძლებელი იმის პროგნოზირება განმეორდება თუ არა მსგავსი სიძლიერის შტორმი? ამის შესახებ სინოპტიკოსი სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.

შტორმი იყო მთლიანად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, როგორც აცხადებენ 1 %-იანი უზრუნველყოფა აქვს, ანუ 100 წელიწადში ერთხელ მეორდება. მე მახსოვს 60-იან წლებში აფხაზეთში, ბიჭვინთაში იყო ძალიან ძლიერი შტორმი იქ სანაპიროზე პანსიონატები რომ არის აშენებული იქამდე მივიდა ტალღა და მოხდა დამსვენებლების ევაკუაცია.

ზუსტად პროგნოზირება განმეორდება თუ არა ასეთი სიძლიერის შტორმი, ამ ეტაპზე მიჭირს. ეს ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მაგალითად, როგორი პროცესები განვითარდება ატმოსფეროში. . უკრაინაში იყო ძალიან ძლიერი ქარები, ჩვენთან მსგავსი სიძლიერის არ ყოფილა. უკრაინაში, თურქეთსა და ბულგარეთში შტორმს მოჰყვა მსხვერპლი. ჯერ იქ დაიწყო სტიქია დამოიარა შავი ზღვის აკვატორია და მერე უკვე ბოლოს მოვიდა ჩვენთან. დამანგრეველი ძალა არ ჰქონდა თვითონ ქარს, თუმცა შტორმი იყო უძლიერესეი. მეც არ მახსოვს ასე ერთდროულად მთელს სანაპირო ზოლზე შტორმი. აფხაზეთში, სოჭშიც ძალიან ძლიერი იყო.

შავ ზღვაში არის თუ არა შესაძლებელი ცუნამი წამოიქმნას?

შავ ზღვაში ცუნამი გამორიცხულია. ცუნამი სულ სხვა რამ არის. შავ ზღვაში ცუნამი არ არსებობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×