პარლამენტში სხდომა ხმაურით გრძელდება. "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ "ლელოს" წევრს სალომე სამადაშვილს "ხელმოცარული" უწოდა და თქვა, რომ ოპოზიციის წევრი დილას "იზვესტიას" კითხვით იწყებს.
საქმე ეხება სამადაშვილის განცხადებას, რომელმაც ტქვა, რომ "ოცნების" მიერ "საქართველოს დაცვის აქტის" დაბლოკვით კრემლი კმაყოფილია და ზეიმობს.
სალომე სამადაშვილი! გადავირიე! ქალი იყო ევროკავშირში ელჩი, ვინც ის დანიშნა... ელჩი იყო, "ხელომოცარული" რომ არის, რატომ დავარქვი, რომ 2008 წელს რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, წაგვართვა სახლ-კარი, დაგვიხოცა ხალხი და ერთ სახელმწიფოს ვერ დააწესებინა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. "იზვესტიათი" იწყებს დილას, რუსულ პრესას ვკითხულობო და იქო წერიაო... რუსულ პრესაში ჩვენზე კარგს როგორ დაწერენ? გაგიჟდები, რა! ეს რომელია, იცით? აი, თავისივე კოლეგებმა რომ ამხილეს, სამნიძემ და აგერ, ქალბატონმა დეკანოიძემ. ეს იყო, ვინც ევროკავშირში დადიოდა, ბრიუსელში, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ ახლაო, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" მიიწერსო და შემდეგ ხელისუფლებაში ისევ ესენი დარჩებიანო. აი, ამ მორალის, ამ ღირსების, ამ მიდგომით ამათ უნათ ხელისუფლებაში დაბრუნება. იცის ქართველმა ხალხმა ამათი ხელწერა და ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან, - თქა ზარქუამ.
ზარქუას მხარი აუბა მაია ბითაძემაც.
თურმე ჩვენი კოლეგები ყოველ დილით ეცნობიან რუსულ პროპაგანდას, რუსულ პრესას, მათ შორის, "კამსამოლსკაია პრავდას" სა ვარაუდოდ, "იზვესწია" იყო ასეთი, და ალბათ კიდევ არის, ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ, ენმ-მ იცის. სიურპრიზად გეტყვით, რომ მარტო წელს სრულიად 4 ახალი კანონი მივიღეთ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ასრულებს, სადაც დადებითი შეფასება მივიღეთ და არცერთი თქვენი მხარდაჭერა, ხმის მიცემა არ არის დაფიქსირებული. ეს იმიტომ, რომ მოცდენილი ხართ რუსული პრესის კითხვით, - თქვა მაია ბითაძემ.