რეზონანსი
21.11.2023

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება“ მონაწილეებისადმი ალიევის მიმართვაში.

ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები“ დღესაც გრძელდება.

„საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის“, – მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×