რეზონანსი
21.11.2023

კორუფციაში ეჭვმიტანილი ღარიბაშვილი თუ ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, ამას მხოლოდ ტრენინგები ვერ უშველის - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციულ საქმიანობაში სდებს ბრალს, რადგან  მისი თქმით, პრემიერი სახელმწიფო რესურსებს უკანონოდ იყენებს.

ყველა გზა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველი, რუსული ფული შემოვიდეს საქართველოში, ასევე ყველა გზა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გავლენიან პოლიტიკურ პარტიებს, იმოქმედონ ბიზნესზე, უნდა იყოს აღმოფხვრილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი არის არაერთხელ მხილებული იმაში, რომ იყენებს სახელმწიფო რესურსებს უკანონოდ და შესაბამისად ეს არის კორუფცია. ამიტომ, კორუფციაში ეჭვმიტანილი ღარიბაშვილი თუ ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას,  ამას მხოლოდ ტრენინგები ვერ უშველის". - ამბობს თამარ კორძაია. 

რა გეგმა აქვს მთავრობას დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად. ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევა ანტიკორუფციული ბიუროა, რომელთან დაკავშირებითაც ისევ არაფერი იცვლება. დგინდება, რომ ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია ისევ არ ექნება. 

დოკუმენტი 52-გვერდისგან შედგება და ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×