რეზონანსი
21.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ცხრა დათქმასთან დაკავშირებით მომზადებული აქვს თავისი ხედვა, როგორ შეიძლება რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

„ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობა უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოს და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო სექტორი, მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განზრახ ქმედებებს ვხედავდით. საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ჰქონდა სტატუსის მიღების სურვილი და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. რეალურად, დასავლეთმა ქვეყანას სტატუსი მისცა არა ხელისუფლების დამსახურების გამო, არამედ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს მიანიჭა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამ გარემოებების გამო მაინც უზრუნველყოს პროცესის ინკლუზიურობა და ყველა მხარეს შესთავაზოს პროცესში ჩართვა“, – განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×