რეზონანსი
21.11.2023

ზურაბ ნოღაიდელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

ნოღაიდელი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ის 2005-2007 წლებში პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

რეზონანსული საქმის დეტალები ნოღაიდელმა კარგად იცის. არსებობს მისი ჩვენება, სადაც ის წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ ერთ-ერთ უშიშროების საბჭოს სხდომას იხსენებს და კონკრეტულ დეტალებს ჰყვება.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×