რეზონანსი
21.11.2023

"ქართული ოცნება" საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს - უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი არ აქვს და დაბალი ბარიერით ცდილობენ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მოხვედრას.

მამრთველი გუნდი ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

"ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იქნება თუ კლუბი, ვინც ამ საკითხზე ჯერ კიდევ საუბრობს, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ არანაირი იმედი არა აქვს იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნების პირობებში მოხდეს და ეს ბარიერის ამბავი კი არ არის, იმ უპასუხისმგებლო და ურეიტინგო საქმიანობის შედეგი იქნება, რომელსაც ეს პოლიტიკური კლუბები ეწევიან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×