რეზონანსი
20.11.2023

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პაციენტები და ათობით დაშავდა, მათ შორის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ჯანდაცვის მუშაკები და სამოქალაქო პირები არასდროს არ უნდა გახდნენ ასეთი საშინელების მომსწრენი, განსაკუთრებით კი საავადმყოფოში ყოფნის დროს", - წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერის" გვერდზე.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ინდონეზიის საავადმყოფოზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.

საავადმყოფოზე თავდასხმა დაგმო ინდონეზიამ, რომელიც ღაზაში მდებარე ობიექტს აფინანსებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×