რეზონანსი
20.11.2023

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა სააკაშვილი რაც მეტს ლაპარაკობს 7 ნოემბერთან დაკავშირებით, რომელიც ტოქსიკური თემაა, მით მეტად ეფლობა იმ ჭაობში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ჰქვია

„ეს შეურაცხმყოფელიც კია საქართველოს მოსახლეობის. განცხადებების დინამიკას თუ დააკვირდით, იყო პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" თავის ლიდერიანად რაღაცისთვის ბოდიშს იხდიდა. იყო საუბარი იმაზე, რომ თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და გადადგაო. ახლა შემოთავაზებულია, რომ არაფერი მისი ბრალი არ ყოფილა და სხვისი ბრალი იყო. თუ სხვისი ბრალი იყო, რატომღა გადადგა და მოკლედ, ბევრი კითხვა იბადება. რაც მეტს ლაპარაკობს ამ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ტოქსიკური თემაა, მით მეტად ეფლობა იმ ჭაობში, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა", - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ 2007 წელს არეულობა მათ რუსმა ოლიგარქმა, პატარკაციშვილმა მოუწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×