რეზონანსი
20.11.2023

იმდენჯერ გადალახა სალომე ზურაბიშვილმა წითელი ხაზები, რომ შეიძლება ეს დღის წესრიგში ნამდვილად დაუდგეს, თუმცა მაინც დავიტოვებ იმედს, რომ თუნდაც მორალური პასუხისმგებლობის გამო, ის მსგავს ნაბიჯს არ გადადგმას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„იმდენად არაადეკვატური ნაბიჯები გადადგა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, იმდენად დაშორდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს, რომ გამორიცხული დღეს ნამდვილად არაფერია. მე მაინც დავიტოვებ იმედს, რომ სალომე ზურაბიშვილი საბოლოო ჯამში ამ წითელ ხაზს, რომელიც მართლაც საკუთარ ელექტორატთან ურთიერთობის წითელი ხაზია, არ გადალახავს და საკუთარ თავზე არ აიღებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე", - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×