რეზონანსი
20.11.2023

შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში არის შობადობის პრობლემა.

„დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის. არსებობს ამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×