რეზონანსი
04.10.2023

თქვენს [სასამართლოს] გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება - რომ დავუშვათ თეორიული ვერსია, რომ ამ წარდგინებას მხარს არ უჭერთ, საპარლამენტო მმართველობის სისტემა თავდაყირა დგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ განმარტა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას პოლიტიკურის გარდა, სამართლებრივი მოტივაციაც აქვს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ არსებული სისტემა საპარლამენტოა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.

„როდესაც სისტემატური, გაუსაძლისი სახე და ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ და საბოტაჟმა, ამის შემდეგ მივიღეთ იმპიჩმენტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა ამ პროცესს აქვს სამართლებრივი მხარეც. თქვენს [სასამართლოს] გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება. რომ დავუშვათ თეორიული ვერსია, რომ ამ წარდგინებას მხარს არ უჭერთ, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, კონსტიტუცია იცავს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. თუ დადებით დასკვნას არ წარმოადგენთ, გამოდის, რომ მთავრობა არასდროს აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება იმის საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება. ამიტომ, გარდა პოლიტიკური მოტივისა, სამართლებრივი მოტივიც გვქონდა, რომ საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეს სისტემა არის საპარლამენტო და რომ საქმე გვაქვს საპარლამენტო მმართველობასთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×