რეზონანსი
03.10.2023

წუხელ ყვა­რელ­ში ავა­რი­ას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 22 წლის დაკო აბ­რა­მიშ­ვი­ლი და 34 წლის ბექა ძირ­კვა­ძე ემსხვერ­პლნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დაკო ყვარ­ლი­დან იყო, ბექა კი კრწა­ნის­ში ცხოვ­რობ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სწრა­ფად მოძ­რა­ვი „ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ხეს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. შე­დე­გად, ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქალი და კაცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

„საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლეს და ხეს შე­ე­ჯახ­ნენ, თა­ვი­დან პო­ლი­ცია ცდი­ლობ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან მათ გად­მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნა აალ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ბი­ჭის ცხედ­რის ამოყ­ვა­ნა მო­ას­წრეს, გო­გო­ნა­სი - ვერა" - უთხრა ადგილობრივმა „ambebi.ge"-ს.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×