მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი, მიმდინარე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და ინიციატივა. „მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო. მიხარია თქვენთან შეხვედრა. ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მიხარია, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. მე ვხედავ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინდა ზვიადზე ვთქვა, რომ ზვიადი შემთხვევით გავიცანი, ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია კომისიამ, როგორც ხდება და არა მხოლოდ, ნიკას ვხედავ და კიდევ ნიკოს, ძალიან ბევრ ადამიანს, ნინოს ვხედავ, ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი, მიმდინარე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ შევაჯამოთ განვლილი 8 წელი, მგონი საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები", - განაცხადა პრემიერმა.