
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და "კანვას საქართველოს" პასუხი - არასამთავრობო ორგანიზაცია სუს-ის ინფორმაციას, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეები საქართველოში "რევოლუციური სცენარის" მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ, ზეწოლას უწოდებს. "კანვას საქართველოში" აცხადებენ, რომ მუქარა მარტის წარმატებული კამპანიის საპასუხოდ დაიწყო. "რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში"? - კითხვას თეა წულუკიანი სვამს. მთავრობის წევრი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ვერავითარი არეულობა ვერ იქნება. "ვიდეოში ვიხილეთ და მოვისმინეთ, რომ კონკრეტული პირები ატარებენ ტრენინგს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სხვებს ასწავლიან თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ საპროტესტო მუხტი, შემდეგ ეს მუხტი გარდაქმნან რევოლუციად და ჩამოაგდონ არსებული ხელისუფლება. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა. კარგია, რომ გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. ჩვენ ახლა უნდა დავსვათ კონკრეტული კითხვები საზოგადოების სახელით, მთავრობის სახელით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. როგორ ხდება USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის" დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას, ის პირები, რომლებიც თავიან ქვეყანაში - სერბეთში, ქართული "კმარა-ს" ანალოგს ხელმძღვანელობენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში. ეს კითხვები ლეგიტიმურია და ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს, ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ, ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|