რეზონანსი
02.10.2023

ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს, საქართველოს საფინანსო სექტორიც შეუერთდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება 6-7 ოქტომბერს, „ექსპოჯორჯიაში" გაიმართება.

„გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში. ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარი ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ბოლო წლების განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს. თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა „ექსპოჯორჯიას" ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში ეროვნული ბანკთან ერთად, მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ" (www.finedu.gov.ge ), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „კრედო ბანკი" და „პაშა ბანკი"/„რებანკი" ჩაერთვება. გამოფენის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, საინტერესო ლექციებს დაესწროს და სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×